ღია კარის დღე კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში

ღია კარის დღე კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში

17 ივლისს კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში გაიმართა ღია კარის დღე. შეხვედრა გახსნა  კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერმა ნუგზარ ძამუკაშვილმა და სიტყვა გადასცა კოლეჯ „აისის“ დირექტორს მალხაზ ასლამაზაშვილს, რომელმაც ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თამარ გეთიაშვილმა აპლიკანტებს გააცნო კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალში არსებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, ისაუბრა რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიახლეების,  ჩარიცხვის წესებისა და სწავლების დაფინანსების შესახებ. 

კოლეჯში სწავლის მსურველებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღეს  ამომწურავი ინფორმაცია პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცის ვადების, ტესტირების, სწავლის დაწყებისა და კოლეჯის მიერ შეთავაზებული სხვა სერვისების შესახებ. 

დამსწრე საზოგადოებისთვის ეზოში მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცე, სტუდენტების მიერ პრაქტიკული მეცადინეობის დროს დამზადებული თექის, დეკორატიული ქსოვილების და მინანქრის ნამუშევრები. სტუმრები გაეცნენ სხვადასხვა სპეციალობებში პრაქტიკული მეცადინეობის  პრინციპებს და პროფესიული სწავლების სპეციფიკას.


ღია კარის დღის ლაივი ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=276448080451519


Comments