სსიპ კოლეჯი „აისში“ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები - 2021 წლის მიღება

 სსიპ კოლეჯ „აისში“ 2021 წელს კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტების საყურადღებოდ!


სსიპ კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი) ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
4. პირადი ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება დირექტორის სახელზე,  ადგილზე შევსებით.
თუ აპლიკანტი, საბუთების წარმოდგენის დღეს არის არასრულწლოვანი, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)
P.S. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩასარიცხი აპლიკანტი არასრულწლოვანია, კოლეჯში უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. აუცილებელია, მშობელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი! 
P.S. დადგენილ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ  უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.


Comments