კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტები

 სსიპ კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;

4. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე (განცხადებას შეავსებთ კოლეჯში)

თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია, დამატებით უნდა წარმოადგინოს:

1. დაბადების მოწმობის ასლი;

2. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)

P.S. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩასარიცხი აპლიკანტი არასრულწლოვანია, ანუ საბუთების შემოტანის დროს ჯერ არ არის 18 წლის, კოლეჯში უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. აუცილებელია, მშობელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

P.S. P.S.  აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.


შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი/ფაქსი: (+995 322) 200 220 (*3599)
ელ-ფოსტა: info@eqe.ge
მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).
ცენტრი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
 


Comments