კაჭრეთში:
აგრარული მიმართულება:
- მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 26,5 თვე) - დუალური
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
- მეფუტკრეობა - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- ვეტერინარია - V დონე (ხანგრძლივობა 22 თვე)
- ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - IV დონე (ხანგრძლივობა 26,5 თვე) - დუალური
- ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
- კულინარიის ხელოვნება - III დონე (ხანგრძლივობა 14,5 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
- ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- სავალი ნაწილის შეკეთება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- ხის მხატვრული დამუშავება - III დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე)
დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის მიმართულება:
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
- ქვის სამუშაოების წარმოება - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- შედუღება - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) -სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით
ხელოვნების მიმართულება:
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
- თექის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
- ბუღალტრული აღრიცხვა - V დონე (ხანგრძლივობა 18 თვე)
აგრარული მიმართულება:
- სატყეო საქმე - IVდონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით.
ინჟინერიის მიმართულება:
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
- ბუღალტრული აღრიცხვა - V დონე (ხანგრძლივობა 18 თვე)
- საოფისე საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
ალვანის ფილიალში:
ხელოვნების მიმართულება:
- მხატვრული ქსოვილები - III დონე (ხანგრძლივობა 13,5 თვე)
- მომინანქრება - III დონე (ხანგრძლივობა 12 თვე)
- კერამიკული ნაკეთობის დამზადება - III დონე (ხანგრძლივობა 14 თვე)
შენიშვნა: IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს სრული ზოგადი განათლების (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი, III დონის და საფეხურის სპეციალობებზე საკმარისია საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი.
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. კოლეჯ „აისში“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
2. დისტანციურ რეჟიმში კოლეჯ „აისის“ ცხელ ხაზზე დარეკვით: 577557156 ან 577557215
3. შესაძლებელია ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმის გამოყენება https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
4. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში http://www.mes.gov.ge/content.php?id=207
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება ანუ ჩააბაროს გამოცდა.
კითხვა: როდის ტარდება პრეტესტი და გამოცდა?
პასუხი: პრეტესტი ჩატარდება 31 აგვისტოს. გამოცდა ჩატარდება 1 სექტემბერს!
კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი: კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა 17-18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა დამატებით დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
პასუხი: კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა 17-18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა დამატებით დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
.
კითხვა: როდის დაიწყება სწავლა?
პასუხი: სწავლა დაიწყება 5 ოქტომბერს!
პასუხი: სწავლა დაიწყება 5 ოქტომბერს!
Comments
Post a Comment