ვალერი მახარიაშვილი

 ვალერი მახარიაშვილი - კოლეჯ „აისის“ მზარეულის კურსდამთავრებული

ვსწავლობდი კოლეჯ „აისის“ მზარეულის სპეციალობაზე. მზარეულის პროფესიით დასაქმება ყოველთვის რეალური მეჩვენებოდა. ეს ის საქმეა, რისი გაკეთებაც სიამოვნებას მანიჭებს და მიღებული ანაზღაურება მოტივაციას მაძლევს, უფრო კარგად და მეტი ვიმუშაო.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ  შემდეგ მუშაობა დავიწყე სასტუმრო „ლოპოტაში“ დემი შეფის პოზიციაზე, სადაც ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, თანამედროვე ევროპულ კერძებსაც ვამზადებდი. გარკვეული დროის შემდეგ, ზამთრის სეზონზე მუშაობა გავაგრძელე გუდაურში სასტუმრო „გუდაური ლოჯში“ შეფ დე პარტის პოზიციაზე. თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდ ვითარების გამო მომიწია კახეთში დაბრუნება. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მუშაობა დავიწყე რესტორან „ბადაგონის სახლში“. 

2021 წლის ზაფხულში მუშაობა დავიწყე სვიანა რესორტში Sviana Resort შეფ მზარეულად. არსებული ობიექტი სეზონურია და როცა სეზონი დაიხურა, წამოვედი გუდაურში და ამ ეტაპზე ვმუშაობ სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri -ში სუ შეფად. 

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და საქმიანობით. მინდა ვუთხრა ყველას, რომ მონდომება და ძალისხმევა არასდროს იკარგება უქმად. აკეთეთ თქვენი საქმე სიყვარულით და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!



Comments