შეხვედრა დამსაქმებლებთან და სოციალურ პარტნიორებთან

 შეხვედრა დამსაქმებლებთან და სოციალურ პარტნიორებთან

კოლეჯ „აისში“ სოციალური პარტნიორების ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებსა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან.  


შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯ „აისის“ დირექტორი და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია კოლეჯ „აისში“ არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და განხორციელებული და მიმდინარე პროექტების  შესახებ. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და დაისახეს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.




Comments